მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დახმარებები შეუჩერა

პუტინი

რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დაფინანსება ყველა მიმართულებით შეუჩერა. ამის შესახებ ე.წ. მთავრობამ განაცხადა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ე.წ. საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასებს ვეღარ აიღებენ.

"მიმაჩნია, რომ ამ მხრივ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ღია ჩვენს მოქალაქეებთან. ყველამ კარგად იცით, რომ პირველი გარკვეული სიგნალები გაჩნდა საჯარო სექტორის თანამშრომლების, სოციალური სექტორის, მასწავლებლებისა და ექიმებისთვის დაფინანსების შეზღუდვის დაწესებით. ნოემბრიდან კი, ცნობილი მოვლენების შემდეგ, რუსულმა მხარემ ფაქტობრივად შეაჩერა თანადაფინანსება ყველა მიმართულებით. ეს ასევე შეეხო თავდაცვის უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებს. მარტივად რომ ვთქვათ, დღეს ფაქტობრივად, პენსიების გარდა, თანადაფინანსების ყველა სხვა საშუალება შეჩერებულია", - განაცხადა ბადრა გუნბამ.

ოკუპირებული აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების შეჩერების მიზეზი "რუსეთსა და აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების" ვერ მიღება არის. ბადრა გუნბას თქმით, რუსეთის დაფინანსებების გარეშე უკიდურესად რთული იქნება სიტუაციის შენარჩუნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები