რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასხდომა მამისონის უღელტეხილზე როკის გვირაბის მიმდებარედ მოხდა.
გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სწავლების მიზანს არმიის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება წარმოადგენს. მას გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ხელმძღვანელობს. სწავლება ოთხშაბათს დაიწყო.
"დესანტმა, ვერტმფრენების მეშვეობით სწავლება სტრატეგიული სიმაღლეების დაკავებაში ჩაატარა. ამავდროულად, რუსეთმა 58-ე არმიის სატანკო ბრიგადა სამხრეთ ოსეთში, კერძოდ კი, მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის მიმდებარედ გადაისროლა. კავკასიონზე ასევე საარტილერიო, საინჟინრო ბრიგადები, ასევე უპილოტო ხომალდები არიან გადასროლილი.
მთლიანობაში 6,000-კაციანი პერსონალი და 1,500 სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა იღებს სწავლებაში მონაწილეობას", - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში.
დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სარაკეტო წვრთნები ჩაატარა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სწავლების მიზანს სარაკეტო სისტემა "ისკანდერის" საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სიჩქარის შემოწმება წარმოადგენდა.