მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა სანკტ-პეტერბურგში გერმანიის საკონსულო დახურა

რუსეთი და გერმანია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანკტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. დიპლომატიურმა დაწესებულებამ საქმიანობა 18 სექტემბრამდე სრულად უნდა შეწყვიტოს, მისმა თანამშრომლებმა კი ქვეყნის ტერიტორია დათქმულ ვადაში უნდა დატოვონ.

აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, კრემლმა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ნოვოსიბირსკში მოქმედი გერმანული კულტურული ცენტრის, Goethe-Institut-ის ფილიალების დახურვაც გადაწყვიტა. რუსულმა მხარემ ნაბიჯი ბერლინის „არამეგობრული ქმედებებით“ ახსნა და ორმხრივი ურთიერთობების ესკალაციაზე პასუხისმგებლობა გერმანიის მთავრობას დააკისრა.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვის ეს ნაბიჯი ბერლინის საპასუხო გადაწყვეტილებებს მოჰყვა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში მოქმედი „რუსული სახლის“ დახურვა გასულ კვირას დააანონსა. ბერლინმა ეს შეზღუდვები საკუთარ ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის მცდელობას დაუკავშირა. როგორც ცნობილია, გერმანელმა სამართალდამცველებმა ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტის სიახლოვეს დააფიქსირეს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული სამი დრონი, რომელთაგან ერთი საბრძოლო მასალის გადამზიდავ უკრაინულ თვითმფრინავ „ანტონოვთან“ ახლოს იყო განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები