მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადა გაახანგრძლივა - დეტალები

ლარსი

30 ივნისიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლები რუსეთში 180 დღით დარჩენას შეძლებენ.

როგორც რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, 180 დღით დარჩენისთვის მძღოლებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ განცხადება, რომელსაც თან უნდა ახლდეს პასპორტისა და საერთაშორისო გადაზიდვების საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამ დრომდე, ეს მძღოლებისთვის ქვეყანაში ყოფნის ზედა ზღვარი 90 დღე იყო.

მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის 180 დღემდე გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის 27 აპრილის დადგენილებით იქნა მიღებული, რომელიც ძალაში 30 ივნისს შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები