მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი გადადო

5d1afd012a4f5
მიხეილ ხაჩიძე
02.07.19 10:39
2774

რუსეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი გადადო. რუსული მედიის ინფორმაციით, განცხადება ამასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.

გრიგორი კარასინის განმარტებით, რუსეთი მზად იყო, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გაეუქმებინა, მაგრამ თბილისში რუსოფობიური გამოსვლების გამო, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ჯერჯერობით მოიხსნა.

„ნამდვილად, ვიზების გაუქმება განიხილებოდა. ამისთვის პრინციპულად მზად ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. მოგვიწევს უკეთეს დროს დაველოდოთ" - აღნიშნა კარასინმა. 

შეგახსენებთ, რომ გავრილოვის ვიზიტის გამო, რასაც საქართველოში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ოფიციალურმა მოსკოვმა თბილისთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან აკრძალა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები