მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა უკრაინელი მილიარდერის, რინატ ახმეტოვის აქტივები დააყადაღა - Kommersant

რინატ ახმეტოვი
BM.GE
31.07.23 19:45
53

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე, უკრაინული ჯარის დაფინანსების ბრალდებით, რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი უკრაინელი მილიარდერის, რინატ ახმეტოვის ქონება დააყადაღეს, - ამის შესახებ რუსული Kommersant-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება 2022 წლის აპრილში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული SCM Holdings Limited-ის მიერ უკრაინის ჯარისა და აზოვის ბატალიონის დაფინანსებას, მათ შორის რუსეთიდან მოზიდული კაპიტალით. თუ უკრაინა არის სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი ოფიციალურად ებრძვის, აზოვის ბატალიონი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული. რუსული გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება ათობით მილიონი რუბლის დაფინანსებას, რომელიც რუსული “MetInvest Eurasia”-დან პირველ უკრაინულ საერთაშორისო ბანკში ირიცხებოდა, რომლის საბოლოო ბენეფიციარი, სწორედ რინატ ახმეტოვია.

აღნიშნული კომპანია, რომლის აქციონერთა შორის ასევე ვხვდებით რინატ ახმეტოვს, რუსეთში რამდენიმე კომპანიას ფლობს, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კომპანიის შემოსავალი მკვეთრად შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები