რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. უცხოური მედიის თანახმად, გუშინ ღამით, რუსეთის უპილოტო თვითმფრინავები დაესხა თავს ენერგეტიკულ გადამცემ ობიექტებს, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა.
ქსელის ეროვნულმა ოპერატორმა, Ukrenergo-მ განაცხადა, რომ დრონები თავს დაესხნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ობიექტებს ცენტრალურ პოლტავის რეგიონში, სუმის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთში და ჩრდილოეთ ჩერნიგოვის რეგიონში.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.
ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა განაცხადა, რომ ისკანდერის რაკეტებმა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბარვინკოვეში ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დაზიანდა 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და ადმინისტრაციული და კომერციული შენობა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 17 დრონიდან 13 უკრაინის ხუთ ოლქში. მათ ვერ მოიგერიეს რუსული ძალების მიერ გაშვებული ოთხი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი.