მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა, ხორბლის ექსპორტზე, შესაძლოა, შეზღუდვები დააწესოს

5b7a7e1eb7eb3
BM.GE
20.08.18 12:38
1606
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეზღუდვა ექსპორტის მოცულობაზე დაწესდება. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპორტიორებთან შეხვედრა პარასკევს გამართეს. სამინისტრომ ექსპორტიორებს მიმდინარე სეზონის გეგმების წარდგენა სთხოვა.
შემდეგი შეხვედრა ორ კვირაში შედგება, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს.

Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სხვადასხვა რეგიონებში ექსპორტზე, შესაძლოა ლიმიტი დაწესდეს. ექსპორტიორების ნაწილი ვარაუდობს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ხობლის ექსპორტზე გადასახადი დააბრუნოს, იმ შემთხვევაში როდესაც ის 30 მლნ ტონას აღემატება, ან შესაძლოა გადაზიდვებზე სპეციალური კვოტები დაწესდეს.

მარცვლეულის ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვები რუსეთს 2015 წელსაც ჰქონდა დაწესებული, რომელიც 2016 წელს გაუქმდა.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან სილაგავა bm.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მიზეზი, შესაძლოა ხორბლის ცუდი მოსავალი იყოს, რის გამოც ქვეყანა ექსპორტზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. თუმცა, სილაგავას თქმით, მსგავსი ოფიციალური ინფორმაცია რუსული მხარისგან მათ ჯერ არ მიუღიათ.

საქართველოში ხორბლის იმპორტის 80%-ზე მეტი სწორედ რუსეთიდან ხორციელდება. ადგილობრივ წარმოებაზე კი მოხმარების მხოლოდ 10% მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები