მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 1-ელი მაისიდან დაიწყება - პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე

სოხუმის აეროპორტი

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკო აფხაზეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტის განკარგულებით ავიამიმოსვლის გადაწყვეტილების შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ. სოხუმის აეროპორტში სრულყოფილი ავიამიმოსვლა პირველი მაისიდან დაიწყება“, - განაცხადა მან.

მისივე ინფორმაციით, პირველი მაისიდან აფხაზეთიდან სოჭში, სირიუსში ელექტრომატარებელი გავა. მგზავრობის ღირებულება 360 რუბლი იქნება, ხოლო დრო 3 საათს მცირედით აღემატება. „ეს გადაადგილებისთვის სერიოზული დამატებითი შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები