მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული ავიარეისები 2 სექტემბრიდან აღდგება

57c40d2a798cc
BM.GE
29.08.16 14:20
1239
რუსეთსა და თურქეთს შორის ჩარტერული ავიარეისები 2 სექტემბრიდან აღდგება. რუსული ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლომდე მოსკოვი-ანტალიის რეისებს კვირაში ხუთჯერ შეასრულებს. ასევე თურქეთში მუშაობას აახლებენ ტუროპერატორებიც.
 
2014 წელს თურქეთში 4,5 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა, 2015 წელს კი 3 მილიონზე მეტი. მიმდინარე წლის 6 თვეში კი თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა 97%-ით შემცირდა, რისი მიზეზიც ორ ქვეყანას შორის დაწესებული სანქციები გახდა. თურქეთსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა თვითმფრინავი სუ-24-ის ჩამივარდნის შემდეგ შეწყდა.

ჩარტერული რეისების აკრძალვის გაუქმების შესახებ დოკუმენტს ხელი რუსეთში გუშინ მოეწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები