მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იყო ცუნამის საფრთხეც - USGS

რუსეთი

დღეს, რუსეთის შორეული აღმოსავლეთის სანაპიროსთან ახლოს, ძლიერი მიწისძვრების სერია დაფიქსირდა, რომელთაგან ყველაზე მძლავრი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური (USGS) ავრცელებს.

საწყის ეტაპზე, ტერიტორიაზე 5.0 და 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრები დაფიქსირდა, რომლებმაც ცუნამის საფრთხე არ წარმოშვეს. თუმცა მოგვიანებით, 7.4 მაგნიტუდის ბიძგების შემდეგ ცუნამის განგაში გამოცხადდა, რომელიც უკვე მოხსნილია.

USGS-ის ინფორმაციით, რუსეთის სანაპიროებზე 30 სანტიმეტრიდან 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები იყო მოსალოდნელი.

საგულისხმოა, რომ კამჩატკის ნახევარკუნძული სეისმურად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ზონად ითვლება, რადგან სწორედ აქ ეჯახება ერთმანეთს წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკური ფილები. 1900 წლიდან დღემდე ამ რეგიონში 8.3 და მეტი მაგნიტუდის შვიდი მასშტაბური მიწისძვრაა დაფიქსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები