მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

შაჰინ შიხლინსკი

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას შესახებ მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შიხლინსკი დაკითხვაზე მოწმის სახით გადაიყვანეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ განყოფილებაში. რა საქმეს უკავშირდება მისი დაკითხვა, ამ დროისთვის უცნობია.

შიხლინსკი სამართალდამცველებმა გუშინ, 1-ელ ივლისს, დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, დაკავებისას სამართალდამცავებმა შიხლინსკის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, იგი ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს.

ოფიციალური უწყებები ამ დროისთვის დაკავების ფორმალურ საფუძველსა და დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები