რუსეთში დოლარზე უარის თქმას გეგმავენ
რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის დედოლარიზაციის გეგმას ამზადებს. რუსული მედიის ინფორმაციით, გეგმის პროექტი უახლოეს კვირებში დასამტკიცებლად პრემიერ-მინისტრს წარედგინება. პროექტით არ ითვალისწინებს დოლარში ანგარიშსწორების აკრძალვას, თუმცა ის მიმართული იქნება შექმნას ნაციონალური ვალუტებით ანგარიშსწორების ხელსაყრელი საშუალებები, შეარბილოს სავალუტო კონტროლი და მოახდონოს სავალუტო კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. გეგმის მთავარი მიზანია, რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორებთან - ჩინეთთან და ევროკავშირთან ანგარიშსწორების, იუანსა და ევროზე გადაყვენა. რაც შეეხება ევრაზიულ კავშირის ქვეყნებს, რუსეთის მიზანია ამ ქვეყნებთან ვაჭრობისას უპირატესობა რუბლს მიენიჭოს. გეგმის განსახორციელებლად, მთელი რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარება გახდება საჭირო, მათ შორის ქვეყნების ცენტრალურ ბანკების დონეზე, რათა ვალუტების ლიკვიდურობა, სავალუტო ბირჟებზე მათი შესყიდვების გარეშე გახდეს ხელმისაწვდომი.