2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 642.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 3.6%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, რუსეთში ექსპორტი წელს 19.2%-ით 129.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. იმპორტი კი, 11.8%-ით 512.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
bm.ge გთავაზობთ, მთავარი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალს, რითაც საქართველო და რუსეთი ვაჭრობენ.
წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 57.5% არის შემცირებული, კლება ფიქსირდება ლიმონათების ექსპორტშიც, რამაც ამ მიმართულებით ექსპორტი შემცირებაზე იქონია გავლენა.
TOP-10 საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი იანვარ-მარტში ასეთია:
- სპირტიანი სასმელები - 29.4 მლნ აშშ დოლარი;
- ღვინო - 27.5 მლნ აშშ დოლარი;
- მინერალური წყლები - 19.9 მლნ აშშ დოლარი;
- დაკონსერვებული ბოსტნეული, ხილი და ბაღჩეული - 10.5 მლნ აშშ დოლარი;
- კარტოფილი - 10. 1 მლნ აშშ დოლარი;
- ტკბილი გაზიანი სასმელები - 9.2 მლნ აშშ დოლარი;
- ახალი ვაშლი, მსხალი და კომში - 5.2 მლნ აშშ დოლარი;
- სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - 3.04 მლნ აშშ დოლარი;
- სანელებლები - 1.7 მლნ აშშ დოლარი;
- ელექტრული წყალგამახურებლები - 1.5 მლნ აშშ დოლარი.
TOP-10 იმპორტირებული საქონელი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 156.1 მლნ აშშ დოლარი;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 108.8 მლნ აშშ დოლარი;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 18.8 მლნ აშშ დოლარი;
- მანქანები მასალების ისეთი პროცესებით დასამუშავებლად, რომლებშიც გამოყენებელია
ტემპერატურის ცვლილება - 13.6 მლნ აშშ დოლარი; - ხორბალი და მუსლინი - 10.6 მლნ აშშ დოლარი;
- ზეთი - 8.5 მლნ აშშ დოლარი;
- დამუშავებული მარცვლოვანების მარცვალი - 7.6 მლნ აშშ დოლარი;
- ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 7.1 მლნ აშშ დოლარი;
- ბოცები და ბოთლები - 6.9 მლნ აშშ დოლარი;
- ეთილის სპირტი - 6.9 მლნ აშშ დოლარი.




























