მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთში ექსპორტი შევაჩერეთ… ახლა ყატარსა და UAE-ზე ვმუშაობთ” - "იწის წყალი"

620fcb8f80a96
მარიამ იზორია
18.02.22 20:58
1370
მინერალური წყლების მწარმოებელმა კომპანია “იწის წყალმა” რუსეთის ბაზარზე ექსპორტი შეაჩერა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ვლადიმერ გურგენიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მიზეზი ახალი რეგულაციებია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მოლაპარაკებებს ყატარსა და გაერითანებულ საამიროებში აწარმოებენ.

“რუსეთმა ახალი რეგულაციები შემოიღო, ექსპორტზე აქციზები სავალდებულო გახადა. ეს თანხებთან არ არის დაკავშირებული, თუმცა პროცედურულად რთულია. მცირე საწარმოსთვის ასეთი გადაწყვეტილებები მძიმეა.

ამ დროისთვის ახალ ბაზრებზე ვმუშაობთ. ყატარში სატესტოდ 2500 ბოთლს ვგზავნით. პროცედურული ნაწილის გავლის შემდგომ, დაახლოებით 2 თვეში უკვე სრულ მოცულობას გავყიდით. ამის შემდგომ კი საამიროების ბაზარზე დავიწყებთ მუშაობას”, - ამბობს ვლადიმერ გურგენიძე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო შექმნილი პრობლემების შედეგად ქარხანა, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 10 მლნ ბოთლი მინერალური წყალი უნდა ეწარმოებინა, მხოლოდ 10%-იანი დატვირთვით მუშაობს.

ინფორმაციისთვის, “იწის წყალი” 2018 წელს ამბროლაურის რაიონში 2 მლნ ლარის ინვესტიციით, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაფუძნდა. კომპანიამ სააგენტოს პროგრამის ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა და მიწა სიმბოლურ 1 ლარად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები