მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთში ექსპორტის ზრდით შეგვიძლია, ცოტათი უკეთ ვიყოთ, ევროკავშირის ბაზრით კი - შეგვიძლია გავმდიდრდეთ!"

5d0f506ab213b
სალომე მეცხვარიშვილი
23.06.19 14:18
1469
ეკონომისტი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი ბესო ნამჩავაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. ის ეხმაურება კრემლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით.

“მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლიდან რუსეთმა ბაზარი გაგვიხსნა, რადგან დღეს ჩვენ წინააღმდეგ სადამსჯელო ბერკეტები ქონოდა, ევროკავშირში თითქმის 2-ჯერ მეტი ღირებულების საქონელი გაგვაქვს!

რუსეთის ბაზარი არის 1.6 ტრილიონი დოლარი, ევროკავშირის კი 12-ჯერ დიდი, 19 ტრილიონი დოლარი. რუსეთში დიდი ხანია იცნობენ ქართულ ნაწარმს, ევროკავშირში კი ახლა იკიდებს ფეხს და საკმაოდ წარმატებით. ევროკავშირი ბაზრის სანაცვლოდ ტერიტორიებს არ გვართმევს!

რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდით შეგვიძლია ცოტათი უკეთ ვიყოთ, ევროკავშირის ბაზრით კი შეგვიძლია გავმდიდრდეთ, საბოლოდ დავამარცხოთ სიღარიბე! ვისწავლოთ, ვიშრომოთ და ამას ძალიან მალე მივაღწევთ! #ძალაევროპაშია“,- წერს ექსპერტი და პოსტს თან ურთავს რუსეთსა და ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის სტატისტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები