მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ფეროშენადნობების ექსპორტი სრულად გაჩერდა

BM.GE
22.03.23 11:04
206
ერთ-ერთ უმსხვილეს ბაზარზე პროდუქცია არ გასულა. მიზეზი ევრაზიულ კავშირში საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებზე ანტიდემპინგური გადასახადის დაწესებაა. ამ გადასახადის ამოქმედებამდე 25 იანვრამდე რუსეთის ბაზარზე 45.3 მლნ დოლარის ფეროშენადნობების ექსპორტი განხორციელდა. 

თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა მხოლოდ 20.8 მლნ დოლარი შეადგინა, წლიურად ექსპორტი 3.3-ჯერ არის შემცირებული. გასულ თვეში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი მხოლოდ 9 ქვეყანაში გავიდა. მათ შორის, ყველაზე მეტი მოცულობით აშშ-ში, თურქეთსა და ალჟირში. რაც შეეხება წლის პირველი 2 თვის მონაცემებს. იანვარ-თებერვალში ფეროშენადნობების ექსპორტმა 71.6 მლნ დოლარი შეადგინა, წლიურად კლება 28.6%-ია. როგორ ოპერირებს ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი საქართველოში?

სტუმარი: სულხან ხვედელიძე - შპს "მნ გრუპი 2021"-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები