მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ფქვილის მწარმოებლები საკვებად ვარგისი ხორბლის დეფიციტზე საუბრობენ

57ebacebcd22f
BM.GE
28.09.16 16:10
1254
რუსეთში ფქვილის მწარმოებლები საკვებად ვარგისი ხორბლის დეფიციტზე საუბრობენ. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.  მწარმოებლები აცხადებენ, რომ რუსეთში წელს განსაკუთრებულად დაბალი ხარისხის ხორბალია. კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, დეფიციტი დაახლოებით 13 მილიონ ტონას მიაღწევს.

როგორც ფქვილისა და ბურღულეულის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა განაცხადა, ხორბლის ხარისხი წლიდან წლამდე კლებულობს და ამ პრობლემასთან გამკლავება მწარმოებლებს უწევთ.

მისი ინფორმაციით, საკვებად ვარგისი ხორბლის წილმა მთლიან მოსავალში 2012 წელს 48,2% შეადგინა, 2013 წელს ეს მოცულობა დაეცა 38,5%-მდე, 2015 წელს კი 33,25%-მდე. რაც შეეხება 2016 წლის 1 სექტემბრისთვის არსებულ მონაცემებს, საკვებად ვარგისი ხორბლის მოცულობა წელს 18% იქნება.

აღსანიშნავია, რომ საკვებად ვარგისი, ყველაზე მაღალი ხარისხის ხორბლით მაღალი ხარისხის პური ცხვება, ამიტომ ამჟამად მიმდინაროებს დიალოგი იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის შესაძლებელი მისი ჩანაცვლება შედარებით დაბალი ხარისხის ფქვილით მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები