მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით, Myway Airlines-ი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

5d10b12f7e592
თელარა გელანტია
24.06.19 15:16
1089
ავიაკომპანია „Myway Airlines“-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენები ეზღუდებათ.

„Myway Airlines“ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაყიდული ბილეთების დაბრუნების პროცესს იწყებს. ყველა მგზავრს გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება.

მგზავრებს თანხა იმ არხის საშუალებით დაუბრუნდებათ, რისი მეშვეობითაც მოხდა ავიაბილეთების შეძენა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბილეთების დაბრუნების პროცედურა შეეხება მხოლოდ 8 ივლისის შემდეგ დაგეგმილ ფრენებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები