მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ფულის გათეთრების ბრალდების გამო Deutsche Bank 630 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის

58904ad4daeae
BM.GE
31.01.17 12:27
2167
რუსეთში ფულის გათეთრების ბრალდების გამო Deutsche Bank 630 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. თანხის ნაწილის გადახდა გერმანულ ბანკს ამერიკისთვის, ნაწილის კი დიდი ბრიტანეთისთვის მოუწევს. ნიუ-ორკის ფინანსური რეგულატორის ინფორმაციით, არალეგალური ქმედებების შედეგად რუსეთდან დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი გაათეთრეს. ეს სქემა კი გერმანული ბანკის მოსკოვის, ლონდონისა და ნიუ-იორკის ოფისების ჩართულობით მუშაობდა.

ამერიკულმა და ბრიტანულმა საფინანსო რეგულატორებმა აღმოაჩინეს, რომ „სარკისებური“ ტრანზაქციები ბანკში 2011 -2015 წლების პერიოდში ხდებოდა.

ამ გარიგეგევის ფარგლებში ბანკში რუსული კომპანიების აქციების რუბლებში შესყიდვა ხდებოდა. ამის შემდეგ იმავე დღეს - აქციების შემსყიუდველებთან დაკავშირებული კომპანიები ყიდიდნენ იმავე აქციებს, იმავე ფასად, ოღონდ დოლარში. სქემაში დაახლოებით 12 კომპანია იყო ჩართული. „არც ერთ ამ გარიგებას ეკონომიკური დასაბუთება არ გააჩნია“,- ნათქვამია ნიუ იორკის ფინანსური რეგულატორის ანგარიშში.

აშშ-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ Deutsche Bank-ს არაერთღი შესაძლებლობა ჰქონდა, გამოევლინა არალეგალური სქემა, თუმცა, ეს არ გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები