მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს

232

მოსკოვში ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი, თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავეს. კერძოდ, მოკლულია ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და ქალიშვილი.

მოსკოვის პროკურატურაში ТАСС-ს განუცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში სასამართლო, პროკურორის მონაწილეობით, განიხილავს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს.

3 ოქტომბერს მოსკოვში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ადამიანის სხეულის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში ТАСС-ს განუცხადეს, მოკლული ქალი აღმოჩნდა 1972 წელს დაბადებული მეწარმე ელენა წერეთელი. ის რესტორატორ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლეა. ისინი ერთად ფიქსირდებიან შპს „დანიკის“ დამფუძნებლებად, რომელიც 1992 წლიდან უძრავი ქონების გაქირავებითა და მართვით არის დაკავებული. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ეჭვმიტანილის ავტოფარეხში ასევე აღმოჩენილია მოკლული მეწარმე ქალის 19 წლის ქალიშვილის ცხედარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები