მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ქართული კონიაკის წილი გაორმაგდა და ქვეყნის იმპორტში პირველი ადგილი დაიკავა

57987af55a547
BM.GE
27.07.16 13:10
2327
2016 წლის პირველ ნახევარში, ქართული კონიაკის ექსპორტი რუსეთში გაორმაგდა და 1,1 მილიონი ლიტრი შეადგინა. რუსეთის ალკოჰოლური კვლევის ცენტრის მონაცემებით, ქართული კონიაკის წილი რუსეთში საზღვარგარეთიდან შესულ მთლიან მოცულობაში 48% იყო.

გასულ წლებში რუსეთისთვის კონიაკის მთავარი მიმწოდებელი სომხეთი იყო. 2010-2014 წლებში, სომხური კონიაკის წილი რუსულ ბაზარზე 50%-ს აღემატებოდა. 2015 წლიდან კი სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა, რამაც იმპორტში მის წილზე არაფორმალური გავლენა იქონია. შედეგად კი საზღვარგარეთიდან რუსეთში იმპორტირებულ კონიაკის მოცულობაში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა.

რუსული მედია წერს, რომ რუბლის გაუფასურების ფონზე, ქართველმა მწარმოებლებმა პროდუქციის ფასები 10-15%-ით შეამცირეს.

რუსეთისთვის კონიაკის მიწოდებით მეორე ადგილს საქართველოს შემდეგ საფრანგეთი იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები