მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში "ქინძმარაულის" დასახელებას უკანონოდ იყენებდნენ

5a9957201e526
მაია ბიწაძე
02.03.18 17:50
1360
რუსეთის ფედერაციაში, ქართული ადგილწარმოშობის დასახელებაზე - „ქინძმარაული“, უფლებების წარმატებით აღსრულების ფაქტი დაფიქსირდა, კერძოდ, პირს, რომელიც უკანონოდ იყენებდა დასახელებას, „ქინძმარაული“, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით განუსაზღვრა, - ამის შესახებ Bm.ge-ს "საქპატენტიდან“ აცნობეს.

გასული წლის თებერვალში, ქალაქ ვოლგოგრადში, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დააკავა მეწარმე, რომელსაც ბრალი ედებოდა ქართული ადგილწარმოშობის დასახელებით, „ქინძმარაული“ ეტიკეტირებული 830 ბოთლი კონტრაფაქციული ალკოჰოლური სასმელის შენახვაში.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“, დაქირავებული იურიდიული კომპანიის საშუალებით ჩაერთო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესში და დამრღვევი პირის მიმართ მოითხოვა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება. შედეგად, 2018 წლის თებერვალში, ქალაქ ვოლგოგრადის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული პირის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს განჩინებით, განადგურდა აღნიშნული დასახელებით ნიშანდებული კონტრაფაქციული საქონელიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები