მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში "ბასკინ რობინსის" ნაყინი სახელს იცვლის

638b193ab7589
თამთა ჯიჯავაძე
03.12.22 13:35
1444
კომპანია BRPI-მა, რომელიც „ბასკინ რობინსის“ სახელით ნაყინს რუსეთში თითქმის 30 წელია აწარმოებს, შესაძლოა, ბრენდის გამოყენების უფლება დაკარგოს. როგორც რუსული მედია წერს, BRPI-მ ახალი სავაჭრო ნიშნის - BRandICE-ის რეგისტრაციის თხოვნით „როსპანტენტს“ მიმართა.

როგორც „კომერსანტი“ წერს, ახალი ბრენდის რეგისტრაცია, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ კომპანიამ „ბასკინ რობინსის“ ბრენდის გამოყენების უფლება დაკარგა. აღნიშნულ მედიას, სანაყინის ქსელის ერთ-ერთი მაღაზიის მენეჯერმა დაუდასტურა, რომ შეტყობინება ბრენდის ცვლილებასთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო.

ცნობისთვის, კომპანია BRPI რუსეთში 1994 წელს ბიზნესმენმა იური აბრაჰამიანმა დააარსა როგორც სააქციო საზოგადოება ბრიტანულ „ბასკინ რობინსთან“ ერთად. როგორც 2021 წლის მაისში განაცხადეს, ქარხანა წლის განმავლობაში 16.5 ათას ტონა ნაყინს აწარმოებდა.

"ბასკინ რობინსი" ამერიკული მულტინაციონალური სანაყინეების ქსელია, რომელიც 1945 წლიდან არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები