რუსეთის ქალაქ რიაზანში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შედეგად ადგილობრივ ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში (НПЗ) ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული საწარმო რუსეთის საოკუპაციო არმიას ავიასაწვავითა და დიზელით ამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-არხი Astra, Exilenova+, Supernova+ და სხვა ადგილობრივი წყაროები ავრცელებენ.
ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის ორ საათზე რიაზანსა და მის ოლქში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. უშუალოდ განგაშის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მრავალჯერადი აფეთქებების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობისა და უპილოტო აპარატების ხმის შესახებ დაიწყეს შეტყობინებების გავრცელება.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა და კომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის. ღია წყაროების მონაცემებით, ქარხანა რიაზანის სამხრეთ სამრეწველო კვანძში მდებარეობს და მისი წლიური სიმძლავრე დაახლოებით 17–18 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
საწარმო აწარმოებსბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ბენზინს, მაზუთსა და ბიტუმს. ქარხანა საწვავით უზრუნველყოფს მოსკოვსა და ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს, ასევე აწარმოებს პროდუქციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის.
























