მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელზე, რომელიც "უცხოეთის აგენტების" სიაშია, ძებნა გამოცხადდა

ილია შუმანოვი

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთის" (TI-Russia) აღმასრულებელ დირექტორზე, ილია შუმანოვზე, რუსეთში ძებნა გამოცხადდა.

გამოცემა Mediazona-ს თანახმად, მისი მონაცემები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში 24 აგვისტოს გამოჩნდა. შუმანოვი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იძებნება, რაც სავარაუდოდ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობას უკავშირდება.

არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლით დაიწყო საქმე შუმანოვის წინააღმდეგ. თუმცა, როგორც მან Mediazona-ს თავად განუცხადა, საქმის გახსნის მიზეზი მის მასალებზე სპეციალური მარკირების არარსებობა გახდა, რამდენადაც მან მასალა ე.წ. უცხოეთის აგენტის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე გაავრცელა.

ილია შუმანოვი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთს“ 2021 წლის დასაწყისიდან ხელმძღვანელობს. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში დაამატა, ხოლო 2023 წლის ივლისში 100 ათასი რუბლით დააჯარიმა შესაბამისი აღნიშვნის არ გამოყენების გამო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-რუსეთი“, რომელიც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ნაწილია, რუსეთში ასევე აღიარებულია "უცხოეთის აგენტად" და "არასასურველად" არის გამოცხადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები