მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში სამხედრო სამსახურში ამ გაზაფხულზე 150 000 მოქალაქეს გაიწვევენ - პუტინმა ბრძანებას ხელი მოაწერა

რუსეთი ჯარი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 1 აპრილიდან 150 000 ადამიანის გაწვევა იგეგმება.

გაწვევა შეეხება 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. ცნობისთვის, მანამდე გაწვევის ასაკი 18-27 წელი იყო. თუმცა რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ასაკის ზედა ზღვარი 30 წლამდე გაიზარდა. შედეგად გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობაც, რომლებსაც წელს სამხედრო სამსახურში მოუწევთ გაწვევა.

გასული წლის საშემოდგომო გაწვევისას, პუტინის ბრძანებით 130 000 მოქალაქე გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, 2023 წლის გაზაფხულზე კი - 147 000.

სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა ერთი წელია.

აღსანიშნავია, რომ ახალგაწვეულების უკრაინაში ომში გაგზავნა კანონის თანახმად, არ შეიძლება, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე მაინც გაიგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები