მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში საქართველოსთან ჰუმანიტარული დერეფანის შენარჩუნებას ითხოვენ

5d2438081e508
მიხეილ ხაჩიძე
09.07.19 11:17
876

რუსეთში საქართველოსთან ჰუმანიტარული დერეფანის შენარჩუნებას ითხოვენ - წინადადებით რუსეთის ადამიანის უფლებათა რწმუნებული ტატიანა მოსკალკოვა გამოვიდა.

მისი თქმით, საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის საკითხის განხილვისას,  ბავშვებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარების გასაწევად, ჰუმანიტარული დერეფნის შენარჩუნება უნდა მოხერხდეს და დაიშვას გამონაკლისები.


ტატიანა მოსკალკოვას ინიციატივას მხარდაჭერა რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა საბჭომ უკვე გამოუცხადა. საბჭოს ხელმძღვანელმა მიხაილ ფედოტოვმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსებისა და პროპაგანდისტების გამოხტომების გამო, რიგითი მოქალაქეების ინტერესები არ უნდა დაზარალდეს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების ამოქმედებაზე რუსეთის დუმაში დღეს იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები