რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთვის ბოიკოტის გამოცხადების ინიციატივით გამოდიან.
განცხადება ამასთან დაკავშირებით დუმის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
მიხაილ დეგტიარევმა რუსულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ საქართველოს დედაქალაქში "რუსოფობიური გამოსვლების" შემდეგ სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ქართულ ტურისტულ კურორტებსა და პროდუქციას, ბოიკოტს გამოუცხადებენ.
რუსმა დეპუტატმა საქართველოს ურჩია, ტურისტებს აშშ-დან და ევროპიდან დაელოდოს, ხოლო "ბორჯომის" წყალი ევროპულ ბაზარზე გაიტანონ.

























