მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში სასოფლო სამუშაოების შეფერხების რისკია - გავლენა საქართველოზე

მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება“ დატოვა, შავი ზღვის გავლით ხორბლის ტრანსპორტირება გამოწვევა გახდა და ეს უკრაინულთან ერთად, რუსულ ხორბალსაც ეხება, რადგანაც უკრაინული პორტების დაბომბვის საპასუხოდ, უკრაინამ ნოვოროსიისკის პორტებზე მიიტანა იერიში. ახლა ვითარება ასეთია: შავი ზღვის, ანუ დასავლეთის მხრიდან რუსული ხორბლის ექსპორტი ფაქტობრივად ვერ ხორციელდება, შეფერხება არ არის აღმოსავლეთის მარშრუტზე, მაგრამ ეს რუსეთისთვის, რომელიც ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, საკმარისი არ არის. ქვეყანაში ჭარბი მარაგია, რამაც ფასები კლებისკენ დააკორექტირა. იმის გამო, რომ რუსეთს მილიონობით ტონა ხორბალი აქვს გასაყიდი, მოთხოვნა კი დაბალია, საქონელზე ფასი შემცირდა. შესაბამისად, საქართველოში რუსეთიდან ხორბალი იმაზე დაბალ ფასად შემოდის, ვიდრე წინა წლებში. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ფასი წლიურ ჭრილში 15-20%-ითაა შემცირებული. მისი თქმით, დღეს ადგილზე შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი $220 ფარგლებშია. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთში შექმნილი ვითარება საქართველოზე მოიკლევადიან პერსპექტივაში გავლენას არ იქონიებს, თუმცა უკვე გაზაფხულიდან არ არის გამორიცხული, რომ იმპორტიორებს გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ამიტომაც, ლევან სილაგავა მთავარ გამოსავლად ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას, მარაგების შექმნასა და ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დაბალანსებას მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები