რუსეთში საწვავის დეფიციტია. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ქვეყანაში მოსავლის აღებსა და საშემოდგომო სამუშაოები შესაძლოა შეფერხებაზე ჩივის. ვითარების გამოსწორებისთვის დიმიტრი პატრუშევი ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეჩერების ინიციატივითაც გამოვიდა. პარალელურად, რუსეთს ხორბლის ჭარბი მარაგი აქვს, რადგანაც მოსავალი ექსპორტზე იმ მოცულობით ვეღარ გადის, როგორც სანქციებამდე გაჰქონდა, ამ ფაქტორის გათვალისწინებით კი, რუსული ხორბლის ფასი შემცირებულია.