რუსეთში შესაძლოა, Green Card აკრძალონ. ინიციატივით ქვეყნის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე გამოვიდა. ალექსეი ჩეპას განცხადებით, გაერო–ს გენერალური ასამბლეის რუსი დელეგატებისთვის, აშშ-ის მიერ ვიზაზე უარის თქმა უპასუხოდ არ უნდა დატოვონ.
"ვფიქრობ, შეგვიძლია ავკრძალოთ "გრინ ქარდის" გათამაშება, რასაც აშშ "დემოკრატიის ბასტიონის" იმიჯიდან გამომდინარე ატარებს. ჩვენი ზომები იქნება ისეთი, რომ ყველას ყურადღება მიიქციოს", — აღნიშნავს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო–ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილე რუს დელეგატებს რამდენიმე დღის წინ ვიზა არ ჩაურტყა. საელჩომ ვიზაზე უარი მთლიანობაში 10 რუს მაღალჩინოსანს უთხრა.