მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში, შესაძლოა, უცხოური გავლენის აგენტებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალონ

რუსეთის დუმა

რუსეთის ფედერაციაში, შესაძლოა, უცხოური გავლენის აგენტის მქონე სტატუსის პირებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალონ - ასეთი საკანონმდებლო ინიციატივით საპარლამენტო ფრაქცია “სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის” გამოდის. როგორც ფრაქციის პირველი მოადგილე, დმიტრი გუსევი “ტელეგრამში” წერს, ამ საკითხის აქტუალურობას ისიც უსვამს ხაზს, რომ მას შემდეგ, რაც ფრაქცია ინიციატივით გამოვიდა, კანონპროექტის გაუმჯობესება რუსეთის სახელმწიფო დუმის სხვა წევრებმაც განიზრახეს.

ტერმინი “უცხოური აგენტი” რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში პირველად 2012 წელს გამოჩნდა, როცა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ვლადიმირ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები იმართებოდა, რომელთა შედეგად ათასობით ადამიანი დააკავეს. თავდაპირველად, უცხოური აგენტების რეესტრში ის არაკომერციული ორგანიზაციები ხვდებოდნენ, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ, მაგრამ მოგვიანებით, სია გაფართოვდა და დღეს, მასში მედიასაშუალებების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ვლადიმირ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსები ხვდებიან.

თუმცა უცხოური აგენტების სიაში მოხვედრით გამოწვეული რეპუტაციული ზიანის გარდა, ეს ადამიანები ვალდებულნი არიან რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს საკუთარი საქმიანობისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ანგარიში ჩააბარონ და თან, არ შეუძლიათ აწარმოონ და გაყიდონ პროდუქცია, ჩაატარონ საჯარო ღონისძიებები და გაწევრიანდნენ საარჩევნო კომისიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები