მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსეთში თავი იმით დავიცავი, რომ ბიოქიმიკოსი ვარ, ქიმია კი, ბანდიტებმა არ იცოდნენ"

5c58981e617a3
BM.GE
05.02.19 00:30
2616

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი რეზო ვაშაკიძე პროფესიით ბიოლოგია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (სადაც მისი კურსელი კახა ბენდუქიძე იყო), საკანდიდატოც და სადოქტოროც მოსკოვში, მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა. შემდეგ ამავე ინსტიტუტში სამუშაოდ დარჩა და გენური ინჟინერიის მიმართულებით მუშაობდა.

„ბიოლოგი ვიყავი და ინგლისური ვიცოდი. ეს უპირატესობა მქონდა“, - იხსენებს რეზო ვაშაკიძე. როგორც თავად ამბობს, რუსეთშიც წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ის სფერო აარჩია, რომელიც მეტ ნაკლებად დაცული იყო კრიმინალისა და კორუფციისგან.

„კორუფცია და კრიმინალი ყველაზე მეტად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბიზნესს შეეხო, - ჰყვება რეზო ვაშაკიძე. - დიპლომით ბიოქიმიკოსი ვარ. ამით დავიცავი საკუთარი თავი. ქიმია იმ დროისთვის არცერთმა ბანდიტმა არ იცოდა“.

შემდეგ ქიმიური ქარხნების პრივატიზაციაშიც მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე მათგანში წილს დღემდე ფლობს. რუსეთში ნაციონალისტური დამოკიდებულებების ზრდასთან ერთად, ჯერ ცოლ-შვილი დააბრუნა საქართველოში, 2007-2008 წლებში კი თავადაც დაბრუნდა.

კომპანია „ჩირინას“ შესახებ ვრცელი სტატიის გაცნობა „ფორბსის“ თებერვლის ნომერში შეგიძლიათ.

წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები