რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ციფრული რუბლი ანუ CBDC ოფიციალურად 2026 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, ხოლო 2028 წელს ის სრულად ჩაეშვება ცირკულაციაში.
ცენტრალური ბანკის განკარგულებით, მსხვილი ზომის სისტემურ ბანკებს უახლოეს მომავალში გაუჩნდებათ ვალდებულება, უზრუნველყონ ციფრული რუბლის ტრანზაქციების გატარება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი სერვისის გაწევა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა კომპანიას და საგადახდო სერვისის პროვაიდერს, ვისაც გასულ წელს 120 მილიონი რუბლის შემოსავალი დაუფიქსირდა, CBDC-ის ოპერირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულება გაუჩნდება.
თუკი რუსეთი მართლაც მოახერხებს 2026 წლიდან ციფრული რუბლის ამოქმედებას, მაშინ ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო გახდება მსოფლიოში, რომელიც ეროვნული ციფრული ვალუტის შექმნას შეძლებს. ზოგადად, CBDC ნაღდი ფულის ევოლუციად განიხილება, რომელსაც სრულად აკონტროლებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი და რუსეთის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი სწორედ ეს არის, ამიტომაც არის, რომ ციფრული ვალუტის განვითარების მიმართულებით ყველაზე აქტიურები ავტოკრატიული მმართველობის მქონე სახელმწიფოები არიან და არც აშშ ან ევროკავშირის ქვეყნები.