მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში თურქული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვა, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მოიხსნება

57ab076988896
BM.GE
10.08.16 13:57
1246
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ორგანო თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის მიზეზს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ინსპექცია თურქეთში გასულ კვირას იმყოფებოდა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გარკვეული ვალდებულებები თურქული მხარის მხრიდან არ სრულდება.

რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები სანქციების ეტაპობრივ მოხსნაზე გუშინ შეთანხმდნენ. სანქციები შეეხება თურქული პროდუქციის რუსეთში იმპორტსაც, რომელზე აკრძალვაც სავარაუდოდ წლის ბოლოდან მოიხსნება. რუსეთში თურქული პროდუქციის იმპორტი 1 იანვრიდან აიკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები