რუსეთში, სარატოვის ოლქში, ქალაქ ენგელსში მდებარე ნავთობის ბაზაზე მეხუთე დღეა ხანძარი მძვინვარებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ ხანძრის ადგილზე „სპეციალისტები 24-საათიან რეჟიმში იღებენ ყველა საჭირო ზომას პრობლემის
აღმოსაფხვრელად. ამჟამად გრძელდება საწვავის კონტროლირებადი წვის პროცესი. ჰაერის ბოლო ნიმუშებმა არ გამოავლინა მავნე ნივთიერებების ჭარბი კონცენტრაცია“. რეგიონის ხელმძღვანელმა ტელეგრამის არხზე დაწერა, რომ კვამლის რაოდენობა, ისევე როგორც ხანძრის არეალი, მცირდება.
ნავთობბაზაზე ხანძარი 5 დღის წინ, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ დაიწყო.
ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში დაიღუპა სამაშველო სამსახურის 2 თანამშრომელი.

























