რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, Visa-სა და Mastercard-ის სერვისებით სარგებლობა მალე რუსეთში სრულად შეიზღუდება. პროცესი ეტაპობრივი იქნება და იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა ადგილობრივი მომხმარებელი ალტერნატიულ ბარათებზე არ გადავა. ამ მხრივ, სახელმწიფო პროცესის დაჩქარებას ხელს შეუწყობს.
ცენტრალური ბანკის განცხადება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. 2022 წლის მარტში, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე Visa-მაც და Mastercard-მაც ადგილობრივი ბაზრის დატოვების გადაწყვეტილება გამოაცხადეს. მართალია, ბარათები დღემდე აქტიურად რჩება, თუმცა მათი გამოყენება საერთაშორისო დანიშნულებით შეუძლებელია.
რუსეთის მოქალაქეებს მთავარმა ფინანსურმა ინსტიტუტმა Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატიული ვარიანტი, Mir-ბარათი უკვე შესთავაზა. მსურველებს ახალ ბარათზე გადასვლა ადგილობრივი ბანკებისთვის მიმართვით შეეძლებათ.




























