მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ" - უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უნგრეთი და რუსეთი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი მოსკოვთან დიალოგისთვის მზად არის. ნიუ-იორკში მედიასთან საუბრისას მან რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან შეხვედრისა და ორმხრივი ურთიერთობების განხვილვის მზადყოფნაც გამოთქვა. თუმცა, ამჟამინდელი ცნობებით, ლავროვის განრიგი მსგავსი ტიპის შეხვედრას არ ითვალისწინებს.

საინფორმაციო პორტალ Index-თან ინტერვიუში ორბანმა დაადასტურა, რომ ჯერჯერობით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან დიალოგი არ შემდგარა, თუმცა მან ისიც აღნიშნა, რომ ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური კავშირები ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნგრეთთან პარტნიორული კავშირების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის მზადაა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, რუსული მხარე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს კვლავ განიხილავს.

ცნობისთვის, ოფიციალურმა ბუდაპეშტმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ათი თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. მოსკოვმა ამ ქმედებას არამეგობრული უწოდა და დააანონსა, რომ კრემლი მომხდარს უპასუხოდ არ დატოვებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები