ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის განცხადებით, რა ტიპის მხარდაჭერას მიიღებენ ტურიზმის სფეროში ჩართული ბიზნესის წარმომადგენლები, ამის შესახებ მთავრობა დეტალებს ამუშავებს.
ვანო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა ეკონომიკაზე ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება.
"რასაკვირელია, მთავრობას აქვს დათვლილი არა მარტო ეს, არამედ რამდენიმე სცენარი. ფრენების შეჩერება სამწუხარო მოვლენაა და ამას რასაკვირველია, ექნება ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე. დღეს პრემიერმა გააჟღერა ინიციატივა, რომ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ტურიზმში ჩართულ ბიზნესებს. არის რამდენიმე ვარიანტი. ქონების გადასახადის ნაწილში შეღავათები არ მიგვაჩნია ყველაზე სწორად; ინტენსიურად ვფიქრობთ, როგორ შევუმსუბუქოთ მათ სასესხო ტვირთი და ა.შ. თუმცა დამუშავების პროცესშია და დეტალები მოგვიანებით გასაჯაროვდება", - განაცხადა მაჭავარიანმა.

























