მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან პირდაპირი ფრენების არქონით დიდს არაფერს ვკარგავთ - Old Town Mtatsminda

6444c24fdf1e3
მარიამ იზორია
23.04.23 09:20
1483
ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აქტიურდება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხიც.

ფრენების აღდგენის ინიციატივას ხშირად ამართლებენ იმით, რომ მაგალითად, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოს ტურიზმის სექტორზე დადებითად აისახება.

თუმცა სასტუმრო Old Town Mtatsminda-ს დამფუძნებელი ირაკლი გვენეტაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ფრენების გაუქმების შემდეგ ერევანი-თბილისის მიმართულებით რეისების რაოდენობა გაიზარდა და რუსი ტურისტები საქართველოში შემოსვლას მაინც ახერხებენ. ამ ფონზე კი პირდაპირი ავიამიმოსვლა, საქართველოს ტურისტულ სექტორს განსაკუთრებულ სარგებელს ვერ მოუტანს.

„რუსეთის შემთხვევაში გვესმოდა ყოველთვის, რომ თითქოს პირდაპირი ფრენების აღდგენა გაზრდიდა ტურიზმს, თუმცა კარგად უნდა გავიაზროთ ერთი რამ - როდესაც ჩვენ პირდაპირი რეისები გვქონდა რუსეთთან, თბილისი-ერევანის რეისი კვირაში მხოლოდ სამი სიხშირით სრულდებოდა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმების შემდეგ, ერევნიდან რეისები გაზრდილია. ანუ ის რუსი, რომელიც პირდაპირი რეისით მოფრინავდა, ახლა ერევნის გავლით მოფრინავს. ფაქტობრივად, სასტუმროს ბიზნესი ტურისტული ნაკადის მხრივ დიდად არაფერს ვკარგავთ“, - აცხადებს ირაკლი გვენეტაძე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის "ვნუკოვოს" აეროპორტის ვებგვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისის მიმართულებით ფრენები 18 აპრილიდან დაიწყებოდა. მოგვიანებით კი აეროპორტის ფრენების განრიგიდან მოსკოვი-თბილისი რეისი აიღეს. აეროპორტის ადმინისტრაციამ თბილისი-მოსკოვის რეისის განრიგში მოხვედრა ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

აღნიშნულ საკითხს ქართული მხარეც გამოეხმაურა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. სააგენტოში განაცხადეს, რომ რუსულ მხარეს ავიარეისების აღდგენის თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები