მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთთან ურთიერთობების კონკურენციაში საქართველოსთან არ უნდა წავაგოთ" - ინალ არძინბა

არძინბა

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ფონზე, შესაძლოა, აფხაზეთი გეოპოლიტიკის მიღმა აღმოჩნდეს. 

“დღეს მათ შორის [რუსეთ-საქართველოს] სავაჭრო ბრუნვა 2.5 მლრდ. დოლარს შეადგენს. რამდენი იქნება ის ხვალ, იმ ფონზე, როდესაც ავიაფრენები აღდგა და უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა? ეს ყველაფერი ჩვენსა და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე მოქმედებს. ჩვენ კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გეოპოლიტიკის მიღმა დავრჩებით”, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა, ინალ არძინბამ. 

ინალ არძინბას თქმით, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს, რომ რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს ხელი შეეწყოს. 

“ჩვენ ამ კონკურენციის შეჯიბრებაში არ უნდა წავაგოთ. ამისთვის ეფექტიანი და დინამიკური მუშაობაა საჭირო. უფლება არ გვაქვს, არაკონკურენტუნარიანები ვიყოთ. კიდევ ერთხელ, ჩვენ ისტორიულ გზაჯვარედინზე ვიმყოფებით. დღეს წყდება, როგორი იქნება ხვალ ჩვენი სახელმწიფო”, - აღნიშნა მან.