მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა

ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სამინისტრო წერს, რომ ახლად დანიშნულ ელჩს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. 75 წლის აბაშიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

აბაშიძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ევროკავშირსა და ნატოში, ასევე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) და იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს.

2012–2024 წლებში ზურაბ აბაშიძე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო 2024–2025 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, ზურაბ აბაშიძე ეწევა აკადემიურ მოღვაწეობასაც. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები