მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება დამანგრეველია - გია ხუხაშვილი

64706f3e745cf
მარიამ ვარადაშვილი
27.05.23 01:00
879
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი BMGTV-ის ეთერში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღმავების საშიშროებაზე საუბრობს თან იმ ფონზე, როცა დასავლური ქვეყნები რუსეთისგან დისტანცირებას მაქსიმალურად ცდილობენ.

“როდესაც ადამიანს არც კეთილდღეობა და არც თავისუფლება აქვს და არც პერსპექტივა ჩანს იმის, რომ ამ ორს მოიპოვებს ის სტაბილურობას ებღაუჭება. როცა ვიღაცა უმტკიცებს, რომ მე ვარ შენი სტაბილურობის გარანტი, ანუ იმის, რომ თბილისში ბომბები არ სცვივა და ვინც მე მაკრიტიკებს ისინი ყველა მეორე ფრონტზე ოცნებობენ, თან ამას დღეში ასჯერ იმეორებ, ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ. [რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირები] საქართველოს გამდიდრების გზა რომ არის ეს აბსურდია.

დღევანდელ მოცემულობაში არანაირი ეკონომიკური რეფორმა არ ტარდება, საინვესტიციო გარემო ისეთია რომ ნომალურ, ცივილურ ინვესტორს ვერ მოიზიდავს, რუსეთის მასშტაბებიდან გამომდინარე, გარკვეულ მოკლევადიან ეკონომიკურ სარგებელს კონკრეტული პირები იღებენ. მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ეს დამანგრეველია.

ევროპაში რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შემცირების ტენდენციაა. ხელისუფლებისგან დემოგოგიას რომ ვისმენთ იმაზე ვის რამდენი პროცენტი დამოკიდებულება აქვს ეკონომიკურ ნაწილში რუსეთზე, რეალურად ამაზე მნიშვნელოვანია ტენდენცია როგორია. მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციაზე მუშაობს, ჩვენთან კი ამისი საპირსპირო ტენდენცია გვაქვს",- განაცხადა ხუხაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები