რუსი დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს - რეკომენდაცია მოქალაქეებს ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მისცა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ ჯაბაროვმა განაცხადა, რომ სასურველია, რუსმა ტურისტებმა საქართველოში ჩასვლისგან თავი მანამ შეიკავონ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება.
"რუსი ტურისტების ადგილზე მე თავს შევიკავებდი საქართველოში წასვლისგან, მიუხედავად იმისა რომ, ბოლო წლებში საქართველო რუსებისთვის საყვარელი სამოგზაურო ადგილი გახდა. რატომ გავრისკოთ? დაველოდოთ საქართველოს მთავრობას, მოაგვაროს სიტუაცია"- განაცხადა ჯაბაროვმა რუსულ მედიასთან.

























