იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან რუსეთში ღვინის იმპორტი აიკრძალება, რუსი მეღვინეები ქართულ ღვინოს მარტივად ჩაანაცვლებენ - ინფორმაციას რუსული გამოცემები ადგილობრივ ღვინის კომპანიების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც გამოცემა "ტასს’’ რუსული ღვინის კომპანიებისა და პროფილური ასოციაციების წარმომადგენლებმა განუცხადეს, ისინი მზად არიან, ბაზარზს სასმელის კლასიკური ვარიანტები, ასევე განსაკუთრებული თვისებების ღვინო თავად შესთავაზონ.
„ადვილად მოვახდენთ ქართული ღვინის დანაკარგის კომპენსაციას. ჩვენ მშვენიერ პროდუქტს ვქმნით. სხვა საქმეა, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ კონკრეტულად ქართული ღვინო. მათთვის ეს პრობლემა იქნება“, - აღნიშნავს რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი ლეონიდ პოპოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ოკუპანტი ქვეყნის ''როსპოტრებნადზორმა'' ქართული ღვინის ხარისხი კიდევ ერთხელ დაიწუნა და ქართულ ღვინის 8 კომპანიას შეზღუდვები დაუწესა.

























