მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსი მილიარდერების ზარალმა $16 მილიარდს გადააჭარბა

5acc6ef7310d4
BM.GE
10.04.18 12:00
837
რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების ქონება $16 მილიარდზე მეტად შემცირდა. Bloomberg-ის მონაცემებით, ამერიკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პარალელურად, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში შესული თითქმის ყველა რუსის ქონება შემცირდა. ყველაზე მეტად „ნორნიკელის“ პრეზიდენტმა ვლადიმერ პოტანინმა იზარალა, რომელმაც $2.25 მილიარდი დაკარგა. Lukoil-ის ხელმძღვანელის ვაგიტ ალეკპეროვის ქონება $1.37 მილიარდით შემცირდა.
შემცირდა რუსეთის საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციაც, - შემცირებამ ორშაბათს 820 მილიარდი რუბლი შეადგინა.

ჯამში რუსეთის 27-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა 16 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სანქციები 6 აპრილს გააფართოვა. სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები