მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსი ტურისტები საქართველოში - "როსტურიზმი" მონაცემებს აქვეყნებს

5d14ad3ccce69
მიხეილ ხაჩიძე
27.06.19 16:20
8735

საქართველოში ამ დროისათვის 930 რუსი ტურისტი იმყოფება და ისინი რუსეთში 8 ივლისამდე დაბრუნდებიან - ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости „როსტურიზმის“ პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან რუსული გამოცემის ცნობით,  მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების გაუქმების შესახებ გახდა ცნობილი, 21 დან 26 ივნისამდე რუსეთში 570 რუსი ტურისტი დაბრუნდა.

როგორც „როსტურიზმი“ იუწყება, 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ საქართველოში გამგზავრების შესახებ ხელშეკრულება რუსეთის 3,71 ათას მოქალაქეს აქვს დადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები