მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსმა როუმერებმა საქართველოში გასულ წელს 2,8 მლნ ლარი დახარჯეს

5cfb4d8fb14e5
ელენე გოგბერაშვილი
08.06.19 12:20
1556
როუმინგის მომსახურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სეზონზე. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მომხმარებელი III კვარტალში ფიქსირდება. 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის III კვარტალში, საქართველოდან გასული როუმერების რაოდენობაში 21%-იანი კლებაა. ეს სავარაუდოდ როუმინგული მომსახურების მაღალი ფასებით და ალტერნატიული მომსახურებით/საშუალებებით არის გამოწვეული.

ხარჯის მინიმიზაციის მიზნით, მომხმარებლები იყენებენ OTT სერვისებს, როგორიცაა Viber, WhatsUp, Facebook messenger. OTT აპლიკაციების გამოყენება შესაძლებელია უფასოდ WiFi ქსელთან დაკავშირებისას, რაც დღეს-დღეობით ფართოდ ხელმისაწვდომია აეროპორტებში, სადგურებში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და ა.შ. შესაბამისად, მოგზაურობისას Wi-Fi ქსელის დაფარვის არსებობის შემთხვევაში, საერთოდ არ ხმარობენ როუმინგულ მომსახურებას 2018 წელს III კვარტალში, ყველაზე დატვირთულ სეზონზე, მობილური აბონენტების 3%-მა გამოიყენა როუმინგ მომსახურება.

სულ როუმინგული მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 2018 წელს 30.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მობილური საცალო შემოსავლის 6.4%-ა.

ყველაზე მეტი თანხა, 2018 წელს 1.9 მლნ ლარი, როუმინგულ მომსახურებაზე საქართველოდან გასულმა როუმერებმა თურქეთში დახარჯეს, რასაც ხელს უწყობს თურქეთის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის გამოყენება საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

თურქეთის გარდა ყველაზე მეტი როუმერი შემდეგ ქვეყნებში დაფიქსირდა: იტალია, გერმანია, რუსეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საფრანგეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, ესპანეთი.

საქართველოში ყოფნის დროს, მობილურ მომსახურებაზე ყველაზე დიდ თანხას ხარჯავენ რუსეთიდან ჩამოსული როუმერები - 2018 წელს 2.8 მლნ ლარი დაიხარჯა. შემდეგ ადგილებს თურქეთი, იაპონია, ჩინეთი, ისრაელი, უკრაინა, შვედეთი, სომხეთი, დანია და აზერბაიჯანი იკავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები