მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რუსოფობიური პროვოკაცია" - პუტინის პრეს-სპიკერის გამოხმაურება

5d0cbc43ecf70
მიხეილ ხაჩიძე
21.06.19 15:20
2507

გუშინ თბილისში მიმდინარე პროცესებს "რუსოფობიური პროვოკაცია" უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა.


"ყველაფერი, რაც გუშინ საქართველოში მოხდა, სხვა არაფერი იყო თუ არა, რუსოფობიური პროვოკაცია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველო ეს არის ქვეყანა, რომელსაც რუსი ტურისტები რეგულარულად სტუმრობენ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია’’ -აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

პუტინის პრეს-ატაშემ რუსულ მედიასთან დუმის დეპუტატების წინააღმდეგ გამართილი აქციებიც შეაფასა და მას აგრესიული მანიფესტაციაც უწოდა.


"არ შეიძლება უკიდურესი აღშფოთება არ გამოვთქვათ რუსეთის მოქალაქეების მიმართ აგრესიის დაფიქსირების ფაქტზე. დადგა მათი პირადი უსაფრთხოების საკითხიც ეს კი უკიდურესად შემაშფოთებელია’’ - დასძინა დიმიტრი პესკოვმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები